სოლომონII

სოლომონ II

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. ასეთ ვითარებაში ხელისუფლება რომ შეენარჩუნებინა, სოლომონ II-, 1804 წელს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა, მაგრამ იგი თხოულობდა საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რუსეთის მოხელეები ამაზე არ თანხმდებოდნენ და ამიტომ მათ შორის ურთიერთობა თანდათან მწვავდებოდა. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთმა გააუქმა იმერეთის სამეფო. სოლომონ II თავი ახალციხეს შეაფარა, საიდანაც შემდეგ თურქეთში გადავიდა. ემიგრაციაში სოლომონ II უცხო ძალის გამოყენებით შეეცადა იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ მას შედეგი არ მოჰყოლია. იმერეთის მოსახლეობა, მისი წამყვანი ძალები დამოუკიდებლობის დაკარგვას არასოდეს შერიგებია. ამაზე მიუთითებს ის მრავალრიცოვანი მასობრივი აჯანყებები, რომლებიც შემდეგში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში გადაიზარდა.
იმერეთის თავადაზნაურობა საოკუპაციო რეჟიმს ვერ ურიგდებოდა, ეს უკმაყოფილება კიდევ გამწვავდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო (1814). 1819 წელს ხელისუფლებამ დაიწყო საკლესიო მამულების აღწერა, რასაც შედეგად მოჰყვა მთელს იმერეთში მოსახლეობის აჯანყება 1819—1820 წლებში. დიდი მასშტაბის აჯანყება მოხდა 1841 წელს გურიაში, რომელიც დასავლეთ საქართველოს რუსული მმართველობის დამყარების შედეგად გატარებული ცვლილებების გამოძახილი იყო. აჯანყების მარცხის მიუხედავად საქართველოს მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი პროგრესული ძალები, თავადაზნაურობა, აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.

Imereti Intro2