ბუნება და კლიმატი

იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლებიკავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
                     კლიმატი

იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38, +40C. ნალექების რაოდენობა 100—200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150- შეადგენს; წყლის ძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა.

Imereti Intro2